TuttoJuve

Juve per sempre sarà

ძოფი:“ სპალეტი სწორი არჩევანია, ილდისი გამორჩეული ტალანტია“

ლეგენდარულმა დინო ძოფმა Calciomercato-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სპალეტი იუვენტუსში ? ვფიქრობ, ლუჩიანო სწორი არჩევანი იყო. სპალეტის აქვს ის გამოცდილება, რომელიც სირთულეებში მყოფ იუვენტუსს მწვრთნელისგან ჭირდება.

„ვფიქრობ, სპალეტი არის სპეციალისტი, რომელსაც იუვენტუსთან ერთად სირთულეების დაძლევა და ახალი ციკლის დაწყება შეუძლია. იუვენტუსს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და აქვს ყველაფერი, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. გუნდის მთავარი პრობლემა მენტალობა, იუვენტუსის დონის და ისტორიის გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს, სხვა მენტალიტეტი მიუღებელია.

„ვლაჰოვიჩის მომავალი ? მე არ ვიცი, რა ხდება შიგნით და რა გეგმები აქვს იუვენტუსს. ვლაჰოვიჩი დიდებული ფეხბურთელია, ის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს.

„ილდისი ? კენანს აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ დიდი ჩემპიონი გახდეს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და წინ ბევრი სამუშაო ელოდება, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ ილდისს დიდი პოტენციალი აქვს.

„დი გრეგორიო ? მეკარეებს ყოველთვის განსაკუთრებულად აკრიტიკებდნენ, ეს ახალი არ არის, მაგრამ მიკელე დიდებული კარის დარაჯია და მან ეს უკვე დაამტკიცა. მენიო იუვენტუსში ? მე მათი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ არ ვფიქრობ, იუვე ამ ცვლილებას სერიოზულად განიხილავს. მიკელე გუნდში ახლახანს მივიდა და ის ძალიან სტაბილური და კარგი მეკარეა, ამიტომ ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !