TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვერონას ბრაზილიელი ფორვარდით ინტერესდება

იუვენტუსის სკაუტები სერია ა-ში არაერთ ტალანტს აკვირდებიან და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვერონას ფეხბურთელი ჯოვანე გახლავთ.

21 წლის ფეხბურთელი ვერონას ბრაზილური კორინთიანსიდან სეზონის სტარტზე შეუერთდა და სერია ა-ში მოედანზე გატარებულ 880 წუთში აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნიკოლო სკირას ცნობით, ახალგაზრდა ბრაზილიელმა არაერთი იტალიური გრანდის ინტერესი დაიმსახურა, მათ შორის კი ყველაზე მეტად იუვენტუსი აქტიურობს. ტურინული გრანდი ახალგაზრდა ფორვარდის იანვარში გაფორმებას და სეზონის ბოლომდე ვერონაში მის იჯარით დატოვებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !