ვერატი იუვენტუსს, ინტერსა და მილანს შესთავაზეს
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის მარკო ვერატის სამსახური იტალიურ გრანდებს: მილანს, ინტერსა და იუვენტუსს შესთავაზეს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, მარკოს კარიერის დასრულებამდე სერია ა-ში თამაში სურს და იმედი აქვს, მიმდინარე სეზონის ბოლოს რომელიმე იტალიურ გრანდს შეუერთდება.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის 33 წლის ფეხბურთელის გაფორმებას არც ერთი იტალიური გრანდი არ განიხილავს, მაგრამ მომდევნო თვეებში სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
