მონაკოს მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად კანდიდატების ძებნას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე მონაკოს ფეხბურთელი კრისტიან მავისა გახლავთ.
დამიენ კომოლი 20 წლის ფრანგს ჯერ კიდევ ტულუზას რიგებში მუშაობის დროიდან იცნობს და ნიკოლო სკირას ცნობით, მას დაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება, რომელსაც ხშირად ლილიან ტურამს ადარებენ, დაახლოებით 20 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
