იუვე ვლაჰოვიჩს 8 მილიონზე მეტს არ შესთავაზებს
იტალიურ მედიაში დუშან ვლჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება.
ჯოვანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, სერბ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლოს, მაგრამ ტურინული გრანდი ვლაჰოვიჩისთვის ფინანსურ ასპექტში წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ბოლო წინადადების მიხედვით, ბიანკონერი სერბს ბონუსების ჩათვლით წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობს და უკეთეს შეთავაზებას ის ტურინული გრანდისგან არ მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
