TuttoJuve

Juve per sempre sarà

რომანო:“ ინგლისური გუნდები ილდისის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კენან ილდისის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ინგლისური გუნდები კენან ილდისის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან, ეს საკითხი სეზონის ბოლოს უფრო აქტუალური გახდება, თუ იუვენტუსმა იქამდე თურქთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო.

„პრემიერ ლიგის გუნდებმა ილდისის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და მომდევნო თვეებში მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

„იუვენტუსს რაც შეეხება, ბიანკონერი თურქთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ამ მომენტისთვის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება. მართალია კენანს კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, მაგრამ იუვენტუსს ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივება და მისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება უნდა, რითიც კენანის შესაძლო წასვლის შანსები კიდევ უფრო შემცირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !