TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ელჩეს ტალანტით ინტერესდება

იუვენტუსი ელჩეს ნახევარმველის როდრიგო მენდოზას ტრანსფერით ინტერესდება.

20 წლის ესპანელი ესპანური გუნდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი მსურველების სია დღითი დღე იზრდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მსურველთა რიგებშია იუვენტუსიც. ტურინული გრანდის სკაუტები ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.

მენდოზას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონია მითითებული, თუმცა სავარაუდოდ ელჩე მის დაახლოეიბთ 15 მილიონად გაშვებას დათანხმდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !