ვლაჰოვიჩის თამაში ფიორენტინასთან მატჩში საეჭვოა
დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა იუვენტუსის მომდევნო მატჩი ფიორენტინას წინააღმდეგ გამოტოვოს.
IlBianconero-ს ცნობით, სერბ ფორვარდს კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც ის სერბეთს ლატვიასთან ვერ დაეხმარება და სავარაუდოდ ფიორენტინასთან მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.
შეგახსენებთ, იუვენტუსი ფლორენციაში ფიორენტინას 22 ნოემბერს ესტუმრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
