TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტონალი ზაფხულში იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის მთავარი ამოცანა ნახევარდაცვაში ტოპ ტრანსფერის განხორციელება იქნება და ტურინული გრანდის პრიორიტეტი სანდრო ტონალი გახლავთ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ნიუკასლი დუგლას ლუისს, ხოლო ატლეტიკო ნიკო გონსალესს გამოისყიდის, რაც გუნდს დაახლოებით 65-70 მილიონს მოუტანს და მიღებული თანხით ტურინული გრანდი სწორედ სანდრო ტონალის გაფორმებას ეცდება.

ტონალიმ უკვე დაადასტურა, რომ ნიუკასლის დატოვებას არ გამორიცხავს, თუმცა იუვენტუსს საკმაოდ დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !