ლეჩეს მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ლეჩეს უკანახაზელი ტიაგო გაბრიელი იქნება.
20 წლის ფეხბურთელი ლეჩეს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მან არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსისა და ინტერის ინტერესი დაიმსახურა.
SportItalia-ს ცნობით, ლეჩე იანვარში ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე დაახლოებით 15 მილიონს გადაიხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
