TuttoJuve

Juve per sempre sarà

დანილო:“ იუვენტუსი ჩემი ოჯახია და ამას ვერაფერი შეცვლის“

იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა დანილომ ბრაზილიურ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის ტურინულ გრანდსაც შეეხო.

„ევროპული გრანდების რიგებში თამაში ? ჩემს კარიერაში მთავარი გუნდი იუვენტუსი იყო და მე ეს არასოეს დამიმალავს. ამ გუნდში მიღებული გამოცდილება, კლუბის გამორჩეული ისტორია და შესანიშნავი ქალაქი. მე ვფიქრობდი, რომ კარიერის ბოლო წლებს იუვენტუსის რიგებში გავატარებდი, მაგრამ ცხოვრება ასეთია, წინასწარ დანამდვილებით ვერაფერს იტყვი. იუვენტუსის დატოვების მიუხედავად, ეს გუნდი ჩემს ოჯახად რჩება, ამას ვერაფერი შეცვლის.

„ადამიანები, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს ? პირველ რიგში, იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი. მან მასწავლა, როგორ უნდა იყო პროფესიონალი, იცხოვრო გუნდისთვის, გიყვარდეს და იყო ვნებიანი გუნდის მიმართ, მისთვის იუვენტუსი ყველაფერი იყო.

„ათლეტებს შორის ბუფონს გამოვარჩევდი, ის ჩემი კუმირია. როდესაც მე იუვენტუსში მივედი, ჯიჯი კარიერის დასასრულისკენ იყო, მაგრამ საკუთარი თავი არასოდეს დაუკარგავს, ჯიჯი ყოველთვის ძალიან თავმდაბალი, გვერდში მდგომი ადამიანი იყო და როდესაც მე რაიმე სახის რჩევა მჭირდებოდა, ყოველთვის ჯიჯის ვურეკავდი.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !