ატალანტას ტალანტი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ატალანტას მარჯვენა მცველის მარკო პალესტრას ტრანსფერით ინტერესდება.
20 წლის იტალიელი იჯარის წესით კალიარიში იმყოფება, ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
SportItalia-ს ცნობით, ახალგაზრდა იტალიელის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
