სპალეტი 4-მცველიან სქემაზე გადადის
ლუჩიანო სპალეტი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ 4-მცველიან სქემაზე გადასვლას გეგმავს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსის განკარგულებაში ლოიდ კელი და ხუან კაბალი ბრუნდებიან, დაცვის ხაზში მეტი არჩევანი კი სპალეტის 4-მცველიან ფორმაციაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.
მოსალოდნელია, რომ ლუჩიანო 4-3-2-1 სქემას გამოიყენებს და გუნდში ედონ ჟეგროვას მნიშვნელობა გაიზრდება. კოსოვოელმა სპალეტიზე პოზიტიური შტაბეჭდილება დატოვა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების შემდეგ, ის ძირითადის წევრად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
