იუვენტუსს ბოეი შეთავაზეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს ბაიერნის ფეხბურთელი საჩა ბოეი შეთავაზეს.
Tuttomercato-ს ცნობით, 25 წლის ფრანგს იანვარში ბაიერნის დატოვება უნდა და მისი აგენტი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
წყაროს ცნობით, ბოეის სამსახური არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის იუვენტუსს შეთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელის მაღალი ხელფასი ამ მომენტისთვის მისი ტურინში ხილვის შანსს ამცირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
