TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ლობოტკას გაფორმებას ეცდება

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ტურინული გრანდის ერთ-ერთი ამოცანა გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა სეზონის ბოლოს ლუჩიანო სპალეტის შენარჩუნება გადაწყვიტა, ტურინული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ნაპოლის ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა იქნება.

30 წლის სლოვაკ ფეხბურთელს ლუჩიანო სპალეტის ნაპოლიში კარიერაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა და იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის წინააღმდეგი არ იქნება. ლობოტკას აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი ზაფხულში გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მსურველი სწორედ იუვენტუსი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !