იუვენტუსი მუჰარემოვიჩის დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს
დაცვის ხაზში არსებული პრობლემების გამო, იუვენტუსი იანვარში ცენტრალური მცველის გაფორმებას ეცდება და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ტარიკ მუჰარემოვიჩია.
ტურინული გრანდის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ნეროვერდის რიგებს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და 22 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, მისი კარგი თამაშით ბოსნიელმა არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
SportItalia-ს ინფორმაციით, მუჰარემოვიჩის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, იუვენტუსს ფეხბურთელის დაბრუნება მის ფასზე 50 პროცენტით ნაკლებად შეეძლება, ამიტომ სურვილის შემთხვევაში იუვენტუსს სასუოლოსთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
