ლოკატელი იუვენტუსში რჩება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მანუელ ლოკატელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინულ გრანდს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, ბოლო წლებში არსებული სირთულეების მიუხედავად, ტურნული გრანდი იტალიელის მიმართ ნდობას არ კარგავს და მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა სურს.
ლოკატელი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იქნება, თუმცა ბიანკონერი მონაწილეობას რამდენიმე ტურნირზე მიიღებს, ამიტომ ლოკატელის თავის გამოჩენის საშუალება საკმაოდ ექნება.