იუვენტუსმა დირექტორთა ახალი ბორდი დაამტკიცა
იუვენტუსის მეწილეებმა ტურინული გრანდის დირექტორთა ბორდის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.
დირექტორთა ბორდის პრეზიდენტად ჯანლუკა ფერერო დასახელდა, ბორდის რიგებში იქნებიან: ლაურა კაპიელო, დამიენ კომოლი, გვიდო დე ბური, ფიორანა ვიტორია ნეგრი, კრისტინ ანდრეა ლუტცი, დივა მორიანი და ფრანჩესკო გარინო, უკანასკნელი მათგანი გუნდში Tether-ის წარმომადგენელი იქნება.
დირექტორთა ახალი ბორდის დამტკიცების შემდეგ, დამიენ კომოლი ტურინული გრანდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
