TuttoJuve

Juve per sempre sarà

სკანავინო:“ ვამაყობ, რომ ამ რთულ წლებში იუვენტუსის წარმატებულ მომავალს საფუძველი თქვენთან ერთად ჩავუყარე“

იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ, რომელიც დღეს პოსტს ოფიციალურად დატოვებს და მას დამიენ კომოლი ჩაანაცვლებს, აქციონერების შეხვედრაზე გუნდს დაემშვიდობა.

„მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და თითოეულ თქვენგანს, ჩემს კოლეგებს და აქ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაგიხადოთ.

„ამ გამოწვევებით სავსე წლებში თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვამაყობ, რომ ამ დიდებულ გუნდში თქვენთან ერთად ვმუშაობდი და იუვენტუსის წარმატებულ მომავალს საფუძველი ერთად ჩავუყარეთ, როგორც სპორტულ, ასევე ფინანსურ ასპარეზზე, ერთმანეთს სტადიონზე შევხვდებით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !