TuttoJuve

Juve per sempre sarà

ელკანი:“ ჩვენ ვამაყობთ, რომ იუვენტუსს 100 წელზე მეტია ვხელმძღვანელობთ და მომავალში ამბიციური მიზნები გვაქვს“

მოგეხსენებათ, დღეს Allianz Stadium-ზე იუვენტუსის მეწილეების ყოვეწლიური შეხვედრა იმართება, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

შეხვედრა Exor-ის პრეზიდენტმა და იუვენტუსის უმსხვილესმა მეწილემ ჯონ ელკანმა გახსნა.

„ჩვენ იუვენტუსის სრულ მხარდაჭერასა და პროექტის განვითარებაზე მუშაობას ვაგრძელებთ, როგორც ამას ჩემი ოჯახი 100 წელზე მეტია აკეთებს.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით გუნდის მეწილეებისგან წამოსული ინოვაციური იდეების განხილვისა და მათი შემდგომში იმპლემენტაციის მომხრეები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს სიყვარულს, ვნებასა და ამბიციებს იუვენტუსის მიმართ.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გუნდის დირექტორთა ახალ ბორდს, რომლის პრიორიტეტები სპორტული წარმატება და ფინანსური დისციპლინა იქნება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !