იუვენტუსი იანვარში დავიდე ფრატეზის გაფორმებას ეცდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ინტერის ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ბიანკონერი იტალიელი ფეხბურთელის გაფორმებას ზაფხულშიც ცდილობდა და Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ინტერთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
ფრატეზის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მოედანზე სულ 363 წუთი დაუგროვდა, ის ნერაძურისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აღარ არის, ამიტომ იანვარში გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს კონკურენციას ნაპოლი გაუწევს. ორივე გუნდი იტალიელის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
