TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის წარმომადგენლებს სანაკრებო პაუზის დროს შეხვდება

იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სანაკრებო პაუზის დროს ჩაინიშნა.

სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ბოლო პერიოდში მისი კარგი თამაშის ფონზე, იუვენტუსს ვლაჰოვიჩთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

ვლაჰოვიჩს 1 თებერვლიდან ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებებისა და პრე-კონტრაქტის გაფორმების უფლება მიეცემა, ამიტომ იუვენტუსს მასთან საერთო ენის გამონახვა უახლოეს კვირებში სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !