იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე დასარჩენად კიდევ 9 ქულა სჭირდება
სპორტინგთან ნათამაშები ფრის შემდეგ, იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე ტოპ 8 გუნდში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა და ტურინულ გრანდს პლეი-ოფისთვის მოუწევს ბრძოლა.
იუვენტუსს 4 მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის 26-ე ადგილს იკავებს.
ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 4 მატჩი ელოდება: ბოდო გლიმტის, პაფოსის, ბენფიკასა და მონაკოს წინააღმდეგ.
იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილის გარანტირებულად მოპოვებისთვის დარჩენილ 4 შეხვედრაში მინიმუმ 9 ქულის მოპოვება სჭირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
