TuttoJuve

Juve per sempre sarà

რომა არტურის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

რომასა და იუვენტუსს შორის რამდენიმე ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და განხილვის ერთ-ერთი თემა არტურ მელო გახლავთ.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ჯალოროსის ბრაზილიელის იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, ტურინულ გრანდს კი თავის მხრივ ფეხბურთელის არენდით გასხვისება აღარ უნდა და მის საბოლოოდ გაყიდვას ცდილობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, გუნდებმა მომდევნო კვირებში ბარტერი განახორციელონ…

37 views
error: დაცული კონტენტი !