TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ იუვენტუსმა სპორტინგთნ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – სპორტინგის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, სპორტინგს თავისუფლად შეეძლო, ანგარიში 2-0 გაეხადა და ამით ტურინელებისთვის საქმე საგრძნობლად გაერთულებინა, თუმცა შემდეგ ფეხბურთელების დამოკიდებულებაში რაღაც შეიცვალა და იუვენტუსმა ძალიან კარგი თამაშის ჩვენება დაიწყო.

„სპორტინგის კიპერმა გუშინდელ მატჩშ 2-3 დიდებული სეივი განახორციელა. საერთო ჯამში იუვენტუსმა მეტოქეს აჯობა და გამარჯვება დაიმსახურა, განსაკუთრებით მე კონსეისაუს თამაში მომეწონა.

„მართალია შედეგი არც თუ ისე კარგია, მაგრამ გუნდს განვითარება ეტყობა და ვფიქრობ, ისინი სეზონის მსლელობისას გაცილებით მოუმატებენ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

186 views
error: დაცული კონტენტი !