TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ ვლაჰოვიჩის მომავალი ? ორივე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის“

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ სპორტინგთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი როლი FIGC-ში ? მე ეს პოზიცია კალვოსგან მერგო და იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილებით საქმეს კარგად გავართმევ თავს.

„სპალეტი ? ლუჩიანო ცდილობს, თავისი გამოცდილებით განავითაროს ის მიმართულება, რომლითაც გუნდი გასულ თვეებში მიდიოდა და თავი აარიდოს რადიკალურ ცვლილებებს. ჩვენ ვიცით, რომ დღეს გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება ჩემპიონთა ლიგაზე დასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვლაჰოვიჩის კონტრაქტი ? მე სეზონის სტარტიდან მოყოლებული ვამბობ, რომ დუშანი მხოლოდ იუვენტუსზე ფიქრობს. გამორიცხული არაფერია, ორივე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ჩვენ საჭირო დროს ველოდებით.

„მწვრთნელის სიტუაცია ? ჩვენ ახალი, წარმატებული ციკლის დაწყება გვინდა და ვფიქრობ, ლუჩიანოს ამისთვის საჭირო გამოცდილება აქვს. გვინდა, იუვენტუსი მაქსიმალურად მოკლე დროში დავაბრუნოთ იქ, სადაც გუნდის ადგილია, სადაც ჩვენ ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ.

„ჩემი როლი იუვენტუსში ? მინდა, გუნდს ყველა ასპექტში დავეხმარო და მის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

116 views
error: დაცული კონტენტი !