კასანო:“ იუვემ ტუდორი დაუმსახურებლად გაუშვა, მაგრამ სპალეტის მიყვანა სწორი ნაბიჯია“
ანტონიო კასანომ იუვენტუსში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, იუვენტუსის მთავარი პრობლემა არა მწვრთნელი, არამედ შემადგენლობაა. იუვენტუსის ფეხბურთელების უმეტესობა გუნდის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ დღევანდელ სიტუაციაში მწვრთნელის დადანაშაულება სწორად არ მიმაჩნია.
„ამის მიუხედავად, იუვენტუსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არჩევანი სპალეტიზე შეაჩერა. ვფიქრობ, ლუჩიანო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მას გუნდში არსებული რესურსის გამოყენება შესანიშნავად შეუძლია, მაგრამ იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, რადგან მთავარი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
