კომოლი დღევანდელ მატჩში ჰიულმანდს დააკვირდება
იტალიური მედიის ცნობით, დღევანდელ მატჩში იუვენტუსის ხელმძღვანელობა სპორტინგის კაპიტანს მორტენ ჰიულმანდს დააკვირდება.
ბიანკონერი 26 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს და ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსმა ჰიულმანდის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და დიდია ალბათობა, იანვარში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
