ფიორენტინა და ატალანტა ტიაგო მოტასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ფიორენტინა და ატალანტა ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან და ორივე გუნდის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის ყოფილი თავკაცი ტიაგო მოტაა.
მოტას ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ამიტომ მისი ფეხბურთში ნაადრევად დაბრუნება იუვენტუსს დაახლოებით 12-13 მილიონ ევროს დააზოგინებს.
მოტამ აქამდე რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა და ამბიციური გუნდის ძიებაშია, თუმცა დიდია ალბათობა, მან ატალანტას ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
