იუვენტუსი ვლაჰოვიჩის შენარჩუნებას ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებისთვის ბოლო წამამდე იბრძოლებს.
Calciomercato-ს ცნობით, სერბი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, იტალიელ სპეციალისტს მისი შენარჩუნება სურს და გუნდის ხელმძღვანელობა სერბთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, ამიტომ სერბთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
