TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი სპორტინგთან მატჩისთვის მზად იქნება, კელი დიდი ალბათობით შეხვედრას გამოტოვებს

კრემონეზესთან მატჩის შემდეგ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა.

იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის 25-ე ადგილს იკავებს, ამიტომ სპორტინგთან გამარჯვება პლეი-ოფში მოსახვედრად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

SportItalia-ს ცნობით, პორტუგალიელებთან მატჩში ტურინული გრანდის განკარგულებაში დაბრუნდება კენან ილდისი. მას არანაირი სერიოზული ტრავმა არ აქვს და კრემონეზესთან მატჩში კენანს უბრალოდ დასვენების საშუალება მიეცა.

ლოიდ კელის რაც შეეხება, მას კუნთის პრობლემები აქვს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სპორტინგის წინააღმდეგ გუნდის განაცხადში მოხვდეს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !