ტაკინარდი:“ სპალეტი საუკეთესო ვარიანტია, ვისაც ახლა გუნდის ჩაბარება შეეძლო“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესიო ტაკინარდიმ გუნდში ლუჩიანო სპალეტის მისვლა შეაფასა.
„ტუდორის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ბოლო მატჩებში შედეგების გათვალისწინებით, გუნდის გადაწყვეტილება გასაგებია.
„მოხარული ვარ, რომ ტუდორი სპალეტიმ ჩაანაცვლა. ლუჩიანო დიდებული მწვრთნელია და გაგვიმართლა, რომ სეზონის ამ ეტაპზე ასეთი მაღალი დონის მწვრთნელი დავითანხმეთ. ლუჩიანომ იცის, რომ იუვენტუსში მას დროს არავინ მისცემს და პირველივე მატჩიდან გამარჯვებას მოითხოვენ, ამიტომ ასეთი სარისკო გადაწყვეტილების მიღება დასაფასებელია.
„კრემონეზესთან მატჩი ? ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. რა თქმა უნდა, სპალეტიმ ჯერჯერობით გუნდთან ერთად ერთი ვარჯიში ჩაატარა და რაიმე რადიკალური ცვლილების მოლოდინი უადგილოა, მაგრამ მე გუნდისგან ახალ იდეებს ველოდები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
