ილდისი ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს
იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსადიერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, კენან ილდისი კრემონეზესთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
ჯერჯერობით ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ილდისი სეზონის სტარტიდან მოყოლებული თითქმის დაუსვენებლად თამაშობს, ამიტომ იუვენტუსმა სავარაუდოდ ხვალინდელ შეხვედრაში თურქის დასვენება გადაწყვიტა.
კენანი ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგთან შეხვედრაში ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში დაბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
