სპალეტი გუნდში მკაცრ შეზღუდვებს აწერებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი გუნდში სერიოზული და პროფესიონალური ატმოსფეროს დასაბრუნებლად რამდენიმე მკაცრ და მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, სამუშაო საათებსა და ტექნიკური შეხვედრების დროს გუნდის წევრებს ტელეფონების გამოყენების უფლება აღარ მიეცემათ.
ამის გარდა, იქნება ნული ტოლერანტობა იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც ვარჯიშზე ან შეკრებაზე დააგვიანებენ.
ასევე შეიზღუდება და გაკონტროლდება საათების რაოდენობა, როდესაც ფეხბურთელებს ვიდეო თამაშებით გართობა შეეძლებათ…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
