კასანო:“ სპალეტის ტატუ ? ამ თემაზე საუბარი სრული უაზრობაა, სპალეტი კარგი მწვრთნელია, მაგრამ…“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის მისვლა შეაფასა.
„სპალეტი ძალიან კარგი მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო იტალიაში, მაგრამ აქამდეც ვამბობდი და გავიმაორებ, იუვენტუსის მთავარი პრობლემა ფეხბურთელების ხარისხია და არა მწვრთნელი.
„ვფიქრობ, იგორ ტუდორმა გუნდიდან გაშვება არ დაიმსახურა, თუმცა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.
„ნაპოლის ტატუ ? ამ თემაზე საუბარი სრულიად უადგილოა, თუ ის იუვენტუსშიც გაიმარჯვებს, მეორე ხელზე იუვენტუსის ტატუს გაიკეთებს. მე ყოველთვის ინტერის ქომაგი ვიყავი, მაგრამ ეს მილანში გოლების გატანაში ხელს არ მიშლიდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
