TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოტოლინი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება

იუვენტუსი ახალი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ჯენოას მარკო ოტოლინი ტურინული გრანდის პრიორიტეტია.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ მათ შორის ფავორიტი სწორედ ჯენოას იტალიელი სპეციალისტია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ახალი სპორტული დირექტორის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სურს, ამიტომ დამიენ კომოლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს კვირებში მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

202 views
error: დაცული კონტენტი !