TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატი:“ გამარჯვება არის ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს“

უდინეზესთან მატჩის MVP-მ ფედერიკო გატიმ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს. გასულ მატჩებში მცირე შეცდომაც კი საკმარისი იყო, რომ მეტოქეს გოლი გაეტანა, ეს დღევანდელ შეხვედრაშიც დავინახეთ, მაგრამ უდინეზეს გოლს შესაბამისი ენერგიითა და ინტენსიობით ვუპასუხეთ და საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ ამ ნეგატიური სვლის დასრულება გვსურდა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიტანს გოლს და ვინ იქნება საუკეთესო, ერთადერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

„რამ არ იმუშავა ტუდორთან ? არ ვიცი და ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი არაკორექტულია. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს რთული პერიოდი უკან მოვიპოვოთ და დავიწყოთ თამაში ისე, როგორც იუვენტუსს შეეფერება. სეზონი გრძელია, ჩვენ ჯერ ყველა ტურნირზე ცოცხლები ვართ და გვსურს, სიტუაცია გამოვასწოროთ. კვირის ბოლოს კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაა, ამიტომ ახლა მხოლოდ მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ და მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !