იუვენტუსი ვლაჰოვიჩის შენარჩუნებას ეცდება
იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და მის შენარჩუნებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩმა საზარდულის ტრავმა, რომელიც მას წლების განმავლობაში აწუხებდა უკან მოიტოვა, ახლა ის საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ ფორმაშია, რაც მის თამაშზეც პოზიტიურად აისახება და დღევანდელი მატჩი ამის ნათელი დემონსტრაცია იყო, რომლის შემდეგაც ქომაგებმა სერბი მოედნიდან ტაშის ფონზე გააცილეს.
დი ნატალეს თქმით, დამიენ კომოლი მომდევნო კვირებში ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდება და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაახლებს, თუმცა საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
