კაპელო:“ იუვენტუსმა ტუდორი ზედმეტად ადრე გაუშვა, სპალეტი ?…“
ფაბიო კაპელო იუვენტუსიდან იგორ ტუდორის წასვლას გამოეხმაურა.
„ტუდორის გამო ძალიან ვწუხვარ, ის ჩემი ფეხბურთელი იყო. ვფიქრობ, იუვენტუსმა იგორი ძალიან ადრე გაუშვა, გუნდს ძალიან მჭიდრო კალენდარი აქვს და ასეთ დროს მწვრთნელის ცვლილება სწორად არ მიმაჩნია, თუმცა თუ ტუდორმა გასახდელი დაკარგა, იუვეს სხვა გზა არ ჰქონდა.
„მწვრთნელების გაუთავებელი ცვლილებები იუვენტუსში ? მოტა კარგი მწვრთნელია, თუმცა ის იუვენტუსს ვერ გაუმკლავდა, ტუდორმა გუნდს სტაბილურობა ვერ შესძინა. თუ ასეთ მოკლე დროში 2 კარგი ტაქტიკოსი საქმეს ვერ აკეთებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ გუნდში რაღაც კარგად არ არის.
„სპალეტი ? ლუჩიანო არის მწვრთნელი, რომელსაც იტალიის ნაკრების სიტუაციის გამო ძალიან დიდი სიბრაზე და მოტივაცია აქვს. მას იუვენტუსის დონის გუნდის ჩაბარებით შეეძლება თავისი შეცდომები გამოასწოროს. იმედი მაქვს, თუ ის იუვენტუსს ჩაიბარებს, ლუჩიანო იმავე ფილოსოფიით ითამაშებს, რომლითაც ნაპოლიში შესანიშნავ შედეგს მიაღწია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
