სპალეტი იუვენტუსს უახლოვდება
იტალირუი მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის ჩაბარებასთან ახლოს არის.
SportItalia-ს ინფორმაციით, დამიენ კომოლისა და სპალეტის შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და მხარეები პირად შხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც დიდი ალბათობით დღეს შედგება.
თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, სპალეტი იუვენტუსთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს, რომელიც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ავტომატურად კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                