TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოლო ცნობები იუვენტუსის ახალი მწვრთნელის თაობაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მირკო დი ნატალემ იუვენტუსის ახალი მწვრთნელის სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსსა და ლუჩიანო სპალეტის შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ტურინულმა გრანდმა სპალეტის კონკრეტული წინადადებით მიმართა და ახლა მისი პასუხის მოლოდინშია. მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„იუვენტუსს პალადინოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს. საუბარია 6-თვიან კონტრაქტზე, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით. რაფაელე საბოლოო მწვანე შუქის მოლოდინშია.

„ამ მომენტისთვის რობერტო მანჩინის სახელი არ განიხილება, მაგრამ მომდევნო დღეებში სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.

„ედინ ტერზიჩის კანდდიატურა იუვენტუსს თავად მწვრთნელის აგენტმა შეთავაზა, გერმანელი სპეციალისტი გუნდის 6 თვით ჩაბარების წინააღმდეგი არ არის, მარამ ჯერჯერობით იუვენტუსი მის კანდიდატურას აქტიურად არ განიხილავს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

310 views
error: დაცული კონტენტი !