TuttoJuve

Juve per sempre sarà

კობოლი ჯილი:“ ყველაფრის ტუდორზე დაბრალება შეცდომაა, მე სპალეტის მანჩინის ვამჯობინებდი“

იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ გუნდში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ტუდორმა იუვენტუსში მუშაობის დროს დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. მან გასულ სეზონში გუნდი საშინელ მდგომარეობაში ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, რაც სასწაულის ტოლფასი იყო.

„გუნდის ყველა პრობლემის ტუდორზე გადაბრალება შეცდომაა. აშკარაა, რომ გუნდის მექანიზმი მოშლილია, რაღაც არ მუშობს და ეს ზევიდან მოდის, ამიტომ მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა ძირეულ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„როგორც აღმოჩნდა, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა შეცდომა იყო, თუმცა როგორც ყოველთვის, პირველ რიგში პასუხს მწვრთნელი აგებს.

„ახალი მწვრთნელი ? მე სპალეტიზე წინ მანჩინის გავიფორმებდი, მაგრამ ეს სუბიექტური აზრია, რადგან რობერტოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს.

„პალადინო ? კარგი მწვრთნელი, მაგრამ მას გამოცდილება აკლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

278 views
error: დაცული კონტენტი !