იუვენტუსმა ოქტომბერში მწვრთნელი 1969 წლის შემდეგ პირველად გაუშვა
იუვენტუსმა იგორ ტუდორი ოფიციალურად გაათავისუფლა და ეს სეზონის სტარტიდან მხოლოდ 8 ტურის შემდეგ მოხდა, ასეთი ფაქტი კი ტურინული გრანდის რიგებში დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.
ბოლოს იუვენტუსმა ოქტომბერში მწვრთნელი 1969/70 წლებში გაუშვა. მაშინ ტურინულ გრანდს ლუის კარნილია ედგა სათავეში, ვინც შემდგომში ერკოლე რაბიტიმ ჩაანაცვლა და იუვენტუსმა სეზონი მე-3 პოზიციაზე დაასრულა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
