იუვენტუსს დროებით ბრამბილა ჩაიბარებს
როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), იუვენტუსმა იგორ ტუდორის დაუყოვნებლივ გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს მომდევნო მატჩებში იუვენტუსის NextGen-ის მთავარი მწვრთნელი მასიმო ბრამბილა უხელმძღვანელებს, პარალელურად კი ბიანკონერი ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგება.
არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ახალი მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილება 7 ნოემბერს მიიღოს, როდესაც გუნდის აქციონერების შეკრებაა ჩანიშნული.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
