მილინკოვიჩ-სავიჩმა ალ-ჰილალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ, სერბი ნახევარმცველი ტურინული გრანდის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებოდა.
სერგეიმ არაბულ ალ-ჰილალთან კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლოს იწურებოდა, კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა და მისი იუვენტუსში ტრანსფერის შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია.
ბიანკონერი იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება, თუმცა ჯერჯერობით გუნდს კონკრეტული სამიზნე არ ჰყავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
