დელ პიერო:“ იუვენტუსის მთავარი პრობლემა მწვრთნელი არ არის“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ლაციოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, იუვენტუსის მთავარი პრობლემა მწვრთნელი არ არის, იუვენტუსს უფრო კომპლექსური პრობლემები აქვს, გუნდის სტრუქტურა და ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთავსება სეზონის სტარტიდან მოყოლებული უდიდესი პრობლემაა. იუვენტუსის თამაშს ხარისხი და იდენტობა არ ეტყობა, რაც შესაბამისად შედეგებზეც აისახება.
„ლაციოსთან მატჩში იუვენტუსს ძალიან ცუდად არ უთამაშია და ვფიქრობ, ფრე უფრო შედეგიანი იქნებოდა. უფრო დიდი პრობლემა კომოსთან მატჩი იყო, სადაც გუნდს არანაირი მოტივაცია არ ეტყობოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც ამ გუნდით ტიტულს მოიგებს.
„გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი XI, არა იმიტომ, რომ ტუდორს როტაცია ასე უყვარს, სიმართლე არის ის, რომ 2-3 ფეხბურთელის გარდა, მაგალითად ილდისი და ტურამი, სხვები არასტაბილურები არიან და ხშირად მოლოდინებს ვერ ამართლებენ, ამას მწვრთნელი ვერაფერს უშველის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
