ბალძარინი:“ იუვენტუსში პრობლემები პიანიჩი – არტურის ბარტერით დაიწყო“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ გასულ წლებში იუვენტუსის პრობლემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსი გუნდის ლიდერების ჩანაცვლებას ყოველთვის ეფექტურად ახერხებდა და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ გუნდმა ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგო. ტევესი მიდიოდა ? იუვემ იგუაინი გაიფორმა, პირლოს შემდეგ პიანიჩი მოვიდა.
„პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ არტური გაიფორმა. ამის შემდეგ დამკვიდრდა ტენდენცია, რომ იუვენტუსი ფეხბურთელის ჩანაცვლებას ნაკლებად ხარისხიანი ფეხბურთელით ცდილობს.
„სწორედ ამიტომ, გუნდში არსებული დღევანდელი პრობლემების ახლანდელ ხელმძღვანელობაზე გადაბრალება სრულიად უადგილოა. იუვენტუსი უნდა დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამას კი გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება, რადგან ტურინულ გრანდს ის ფინანსური ძალა აღარ აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
