ამაური:“ იუვენტუსში განსაკუთრებული კულტურაა, იქ გამარჯვებას სხვა ფასი აქვს“
იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ამაურიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„როდის ვიცოდი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემეძლო ? კიევოში გატარებული მეორე სეზონის შემდეგ, ჩემს მიმართ ინტერესს ლივერპული და არსენალი იჩენდნენ, თუმცა მე მაშინ ევროპული პასპორტი არ მქონდა და ბიუროკრატიული მიზეზების გამო ჩემი ინგლისში ტრანსფერი არ მოხერხდა.
„შემდეგ გამოჩდნენ მილანი და იუვენტუსი. ანჩელოტის ჩემი გაფორმება ნებისმიერ ფასად სურდა, ის ინძაგის ღირსეულ შემცვლელად მომიაზრებდა, თუმცა მე იუვენტუსი ავირჩიე. იუვენტუსი სრულიად უნიკალური, გამორჩეული სამყაროა, სადაც გამარჯვებას სხვა ფასი აქვს, გამარჯვება იქ კულტურის დონეზეა აყვანილი, ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მე შეტევაში კონკურენცია მიწევდა ტრეზეგესთან, დელ პიეროსთან და იაკინტასთან, ჩვენ შესანიშნავი შეტევის ხაზი გვყავდა.
„რეალი ? მოურინიოს ჩემი გაფორმება სურდა, მაგრამ მე იუვენტუსში ვთამაშობდი და ამაზე არც მიფიქრია.
„იუვენტუსიდან წასვლა ? ის, ვინც მე იუვენტუსში გამიფორმა გუნდში აღარ იყო, ახალ ხელმძღვანელობას კი სხვა იდეები ჰქონდათ. საბოლოო ჯამში მე ვარჯიში ბავშვებთან ერთად მიწევდა, ჩემი და იუვენტუსის დამშვიდობება არც თუ ისე ლამაზი იყო, მაგრამ ტურინში გადასვლას არ ვნანობ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
