კაპელო:“ ღირსეული მარცხი რეალთან, ამ შეხვედრამ იუვენტუსის თავდაჯერებულობა უნდა გაზარდოს“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ რეალი – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„რეალმა იუვენტუსს აჯობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ტურინელებმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს და ღირსეულად დამარცხდნენ. ბლანკოსი ძალიან კარგ ფორმაშია და ბერნაბეუზე ასე თამაში მარტივი არ არის.
„ახლა იუვენტუსმა ეს მატჩი თავდაჯერებულობის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოს და მომდევნო მატჩებში ზედიზედ გამარჯვება მოიპოვოს. ვფიქრობ, ტუდორმა ფსონი ვლაჰოვიჩზე უნდა გააკეთოს, ის სასტარტოში დააყენოს და გაუთავებელ როტაციას მორჩეს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
