TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფორესტი დუგლას ლუისის გამოსყიდვას გეგმავს

ნოტინგჰემ ფორესტი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით დუგლას ლუისს გამოისყიდის.

ლუისი ინგლისურ გუნდს 1-წლიანი, ფასიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი 15 მატჩში მიიღებს მონაწილეობას და 45 წუთი ითამაშებს, სავალდებულო გახდება.

ამ მომენტისთვის ლუისმა საჭირო 15-დან 45 წუთი 4 შეხვედრაში მიითვალა, თუმცა ფორესტი მისი თამაშით კმაყოფილია და სავარაუდოდ ფეხბურთელის გამოსყიდვას უფრო ადრე გეგმავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !